ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა:
„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული.
მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა – ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10% ვისაც აღმოაჩნდა ანტისხეული. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი.
ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით – 6 ადამიანი.”
მისივე განმარტებით, კვლევაში თბილისის მოსახლეობა მონაწილეობდა. კვლევა სწრაფი ტესტებით ჩატარდა და 6 მონაწილეს COVID-19-ის ანტისხეულები აღმოუჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადაიტანეს ვირუსი.
როგორც წესი, ბატონ თენგიზს ასეთი “მექანიკური” შეცდომები არ მოსდის ხოლმე და თუ მოსდის, წამიერადვე ასწორებს, მით უფრო რომ დასახელებული ხუთივე ციფრი – 1000 ადამიანი – 6-10 პროცენტი და 222-370 ათასი – ერთმანეთთან სრულ ლოგიკურ ბმაშია.
ის რომ ქვეყანაში უკვე შეიძლება გვყავდეს 370 ადამიანი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და აქვს იმუნიტეტი, სულაც არ არის ცუდი, კარგია. მართალია, ეს ნიშნავს იმას, რომ კონტაქტების ძიებას აზრი არ ჰქონდა და თავიდანვე სწრაფი ტესტების პრინციპით უნდა გვემუშავა – მაგრამ მომავლისთვის, შეზღუდვების მოხსნისთვის, ამოსუნთქვისთვის – კარგია და ეს ჯანდაცვის მინისტრს, წესით, უნდა ესმოდეს.
კომენტარები