“მთავართან” შსს -ს მაიორი გიორგი დვალიშვილი ჰყვება, როგორ დააკავა ლევან იზორიას ძმა, რის შემდეგაც იზორიას ძმას მოაკითხეს, მყისიერად გაათავისუფლებინეს და მაიორი კი დააქვეითეს.
დაქვეითების შემდეგ კი ემუქრებოდნენ კიდეც.
“როგორ უნდა მაიძულონ რომ მედიასთან ვილაპარაკო” – ამბობს მაიორი და გვაჩვენებს კადრებს, სადაც ლევან იზორიას ძმის დაკავებაც გადაღებულია და გათავისუფლებაც.
როგორც დვალიშვილი ამბობს, მან სამი თვის წინ მიმართა პროკურატურას, მაგრამ საქმე თაროზეა შემოდებული
შეგახსენებთ, ლევან იზორია ამჟამად დაზვერვის სამსახურის უფროსია, იმ დროისათვის კი, შს მინისტრის მოადგილე იყო.
კომენტარები