ენმ-ის წევრი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ტვ იმედი, თავისი გადაცემებით და ინტერაქტივებით, დიდი ხანია იქცა იმის ნიმუშად, როგორი არ უნდა იყოს მედია, სინდისი არათუ დაკარგეს, აღარც ახსოვთ საერთოდ რა კატეგორიაა.
მედიას ბევრი გამტარად მიიჩნევს, ამბობს რომ მედიამ ყველაფერი უნდა გაატაროს, ყველანაირი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას.
კი, შეიძლება მედია მართლაც გამტარი მილია, მაგრამ მედიასაშუალება თუ ცალკეული ჟურნალისტი თავად ირჩევს რა გაატაროს – სასმელი წყალი თუ ფეკალური მასა.
ვწუხვარ, მაგრამ ტვ იმედი, მეორეს ირჩევს”
კომენტარები