“პირველების” ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18:00 საათიანი “მოამბის” წაყვანაზე ყველა წამყვანმა უარი თქვა. გამოშვება ამ წუთებში თავად პროდიუსერს, მაია ჭუჭულაშვილს მიჰყავს, რომელმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვა მოემზადებინა გამოშვება, რომელსაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წაიყვანდა.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვლის შემდეგ 18:00 საათიანი “მოამბე” ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს აღარ მიჰყავს. ტელეწამყვანი, რომელიც სინდისის პატიმარს სოლიდარობას პირდაპირ ეთერში უცხადებდა, მისწერეს, რომ გადაცემიდან მოხსნილი იყო.
კომენტარები