საქართველო მზად არის რუსეთის წარმომადგენლებს ლუგარის ლაბორატორიაში, მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უმასპინძლოს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„საქართველოს არანაირი იურიდიული ვალდებულება არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან.
თუმცა, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მზად ვართ დავპატიჟოთ ისინი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით”, – განაცხადა ზალკალიანმა ლუგარის ლაბორატორის შესახებ რუსეთის მოთხოვნაზე.
კომენტარები