11:08 / 12-02-2025
“ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა… “ოცნებას” თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი!” – ირმა სოხაძე
“როცა 18-20 წლის ახალგაზრდებს სცემენ და წამლავენ, როგორ დავიჯერო, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია?!” – თაობებს შორის ურთიერთობა ნებისმიერ ეპოქაში საკამათო თემა იყო და დღესაც ასეა… – ამ და სხვა თემებზე ambebi. ge-ს ესაუბრება მომღერალი ირმა სოხაძე:
– მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი ნებისმიერ ოჯახში ხდება. შეიძლება მკითხველი გავაკვირვო, მაგრამ მე ჩემს შვილებთან სერიოზული კონფლიქტი არასდროს მქონია. ამას როგორ ვახერხებ? – ვიცი, რომ შვილთან კამათში მშობელმა უნდა დათმოს. ჩემი დაკვირვებით, შვილები ჩვენთან თითქმის ყოველთვის მართლები არიან. თუ ბავშვი რაღაცას ისეთს აკეთებს, რომ თავს იღუპავს, ესე იგი, თავის დროზე რაღაც გამოგვეპარა… ამ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავაგებინოთ, რომ ცდება, მაგრამ მომავალი თაობა თითქმის ყოველთვის მართალია მშობლებთან ანუ წარსულთან. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებმა ოჯახური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უნდა უარყონ, მე თვითონაც ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი.
– თუმცა თაობებს შორის კონფლიქტი ხშირად ამის გამოც ხდება…
11:08 / 12-02-2025
“ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა… “ოცნებას” თვალდახუჭული ვენდობოდი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი!” – ირმა სოხაძე
“როცა 18-20 წლის ახალგაზრდებს სცემენ და წამლავენ, როგორ დავიჯერო, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია?!” – თაობებს შორის ურთიერთობა ნებისმიერ ეპოქაში საკამათო თემა იყო და დღესაც ასეა… – ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება მომღერალი ირმა სოხაძე:
– მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი ნებისმიერ ოჯახში ხდება. შეიძლება მკითხველი გავაკვირვო, მაგრამ მე ჩემს შვილებთან სერიოზული კონფლიქტი არასდროს მქონია. ამას როგორ ვახერხებ? – ვიცი, რომ შვილთან კამათში მშობელმა უნდა დათმოს. ჩემი დაკვირვებით, შვილები ჩვენთან თითქმის ყოველთვის მართლები არიან. თუ ბავშვი რაღაცას ისეთს აკეთებს, რომ თავს იღუპავს, ესე იგი, თავის დროზე რაღაც გამოგვეპარა… ამ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავაგებინოთ, რომ ცდება, მაგრამ მომავალი თაობა თითქმის ყოველთვის მართალია მშობლებთან ანუ წარსულთან. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებმა ოჯახური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უნდა უარყონ, მე თვითონაც ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი.
– თუმცა თაობებს შორის კონფლიქტი ხშირად ამის გამოც ხდება…
– ზოგიერთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება თავისთავად იცვლება, რაც ბუნებრივი პროცესია. მაგალითად: მე ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ და მათგან ბევრი კარგი რამ მახსოვს. როდესაც ბაბუა აგვიანებდა, მშივრები ველოდებოდით და სუფრასთან არ ვსხდებოდით. დღეს ამას ბავშვს არავინ მოსთხოვს, მაგრამ ადრე ეს ტრადიცია ყველა ოჯახში იყო მიღებული. ამგვარ წვრილმანებს დრო აგვარებს, მაგრამ, როცა რაღაც სერიოზულია გადასაწყვეტი, მაშინ ახალგაზრდების სურვილებს უნდა მოვუსმინოთ.
მე არ მესმის, ზოგიერთები რატომ ჩივიან, ეს რა ახალგაზრდობა მოდისო… ჩვენ გენიალური ახალგაზრდობა გვყავს – ძალიან ჯანსაღი და წელში გამართული, მაგრამ ამას დანახვა უნდა. სულ ვამბობ, რომ მათთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, რადგან თანამედროვე ახალგაზრდებზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა: მეგონა, რომ მათ არაფერი აინტერესებდათ, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა თვალი ამიხილა და დამანახვა, რომ ჩვენი სისხლი, საბედნიეროდ, ისევ ხმაურობს. აშკარაა, რომ ახალგაზრდებმა შეინარჩუნეს ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ერს ისტორიულად მოსდგამს – მათ შორის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიყვარული.
კომენტარები