• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას იწვევს ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი, ვინ არის რისკ-ჯგუფში და როგორ ხდება მისი დიაგნოსტორება?

ალია ავტორი - ალია
18:52 02-12-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,027

იშემიური ინსულტი რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომ ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზია ამის შესახებ ცოტას აქვს ინფორმაცია.

ვინ არიან ამ დაავადების რისკ–ჯგუფში, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი მკურნალობა და დიაგნოსტირება, ალიას ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ნეიროქირურგი ქეთევან მიქელაძე პასუხობს.

– რა არის ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი?

– ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი კისრისა და თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების შევიწროებაა, იგი ხელს უშლის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ნორმალურ პროცესს და გარდამავალი იშემიური შეტევის და იშემიური ინსულტის გამომწვევი, მთავარი რისკ-ფაქტორია.

– რა სიმპტომებით გამოირჩევა დაავადება?

– ხშირად, ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი, გართულებების დადგომამდე, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა პაციენტებს გამოუვლინდეთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა:

  • თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა;
  • ხელებისა და მკლავების დაბუჟება;
  • მხედველობის პრობლემები;
  • შუილი ყურებში;
  • თავის ტკივილი;
  • გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდები.

– ვინ არიან დაავადების რისკ–ჯგუფში?

– ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაავადება, რომლის დროსაც ლიპიდური ცვლის ირღვევა და ქოლესტერინის გროვება სისხლძარღვების შიდა კედელში.

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ცხიმით გაჯერებული საკვები;
  • პასიური ცხოვრების სტილი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გენეტიკურად დატვირთული მემკვიდრეობა.

– რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის პირობებში?

– ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის გართულება შეიძლება იყოს გარდამავალი იშემიური შეტევა და ინსულტი.

გარდამავალი იშემიური შეტევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი შეფერხებით არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში ტვინის უჯრედების დაზიანება მნიშვნელოვნად ნაკლებია, იშემიური ინსულტისგან განსხვავებით.

იშემიური ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ და სწრაფ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

– როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსში?

კონკრეტული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, დიაგნოსტირება ხდება შემდეგი კვლევების საფუძველზე:

  • ულტრაბგერითი დუპლექს-სკანირება;
  • რენტგენო-კონტრასტული ანგიოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

რაც შეეხება მკურნალობას, ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი განსხვავდება ხარისხობრივად, შესაბამისად, მკურნალობა ინიშნება დაზიანების ხარისხის მიხედვით.

ჰერმოდინამიკურად უმნიშვნელო ან ზომიერი სტენოზის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხოვრების წესის ცვლილებებს – მოწევის შეწყვეტა, წონის კორექცია, ჯანსაღი კვება, მარილის შეზღუდვა და ვარჯიში.
  • მედიკამენტური მკურნალობა – წნევის დამარეგულირებელი და ქოლესტერინის დონის შემამცირებელი მედიკამენტები.

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის უფრო რთული ფორმების სამკურნალოდ ექიმები ნიუ ჰოსპიტალსში მიმართავენ ინვაზიურ მანიპულაციას, როგორიცაა:

  • კაროტიდული ენდარტერექტომია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული საძილე არტერიის ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება ღია ქირურგიული ჩარევით;
  • ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება – მანიპულაციის დროს ექიმს კათეტერი შეჰყავს მენჯის არიდან და აფართოებს არტერიის დაზიანებულ ადგილს ბალონის საშუალებით. გაფართოებულ სისხლძარღვში იდგმება სტენტი, რომელიც უზრუნველყოფს არტერიის ხელახალი შევიწროების პრევენციას.

(R)

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved