„ჩემი ყურადღება თუ ასე მოქმედებს თქვენზე, თქვენსკენ აღარ გამოვიხედები“, – ამ ფრაზით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ დეპუტატ გიგა ბოკერიას, რომლის კითხვებსაც პასუხობდა.
„პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, ეს ხელისუფლებაა. ეს უბრალოდ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
პოლიტიკური კრიზისის დასრულება ჩვენი გუნდის, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა.
ჩემთვის, საქართველოში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არსებობენ. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც გადაწყვეტილებები მიიღო. ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც სხვებს შტურმისკენ მოუწოდებდა. ამ შტურმის დროს ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი.
მეორე ადამიანმა კი, ბიუჯეტიდან კონკრეტული რაოდენობის კონკრეტული თანხა მოიპარა. შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო და ამით პროცესი დამთავრდა.
პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები დადგება. აი იქ გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს. ვინ არის ამ პოლიტიკური კონსესუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს დესტაბილიზაციისკენ“
“ალია” – პრემიერმა ბოკერიას დაახლოებით ის უთხრა – თეთრი და შავი @რაკი აბანოში გამოჩნდებაო – ოღონდ, მაღალფარდოვანი სიტყვებით.
თუმცა, ნამდვილი “აბანო” ოქტომბერში იქნება და იმედია მხოლოდ შავი და შავი @რაკები არ იქნებიან წარმოდგენილნი.
კომენტარები