“გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვირუსზე არაფერი ვიცოდით, ახლაც არაფერი ვიცით, არც შემოდგომაზე გვეცოდინება
ეკონომიკაზე რა ეფექტი ექნებოდა არ ვიცოდით, არც ახლა ვიცით, და არც შემოდგომაზე გვეცოდინება ზუსტად
მაგრამ ძალიან ეფექტურად, აი ძალიან, ძალიან ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევასო
მათ შორის 4,800-მა სამხედრომ 2,5 მილიონჯერ გაზომა სიცხე
და 25,000 ადამიანი გამოვკეტეთ 2 კვირით სასტუმროებში, რითის სასტუმრო ბიზნესსაც დავეხმარეთო
რაც მთავარია, იამაყეთ ამ ყველაფრით, რატომ არ ამაყობთო?”
კომენტარები