„ბოლო კვირაა ჩემთან შემოდის არაერთი ზარი. ერთი 40 წუთის წინ იყო ზარი ხულოდან“, – დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა მას მოქალაქეები უკავშირდებიან და 400-ლარიან დახმარებას თხოვენ.
მათ კონკრეტული ნომრით უკავშირდებიან. ეუბნებიან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ოფისი, აძლევენ ჩემს ნომერს და კიდევ ერთი კომიტეტის თავმჯდომარის და ეუბნებიან, მიმართეთ მათ და თქვენ გეკუთვნით 400-ლარიანი დახმარება და 150-ლარიანი ვაუჩერი.
ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება საზოგადოების გაღიზიანებასა და შემდეგ ამაში პოლიტიკური სარგებლის ძიებას“
კომენტარები