ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 830-ს მიაღწია. პეკინში 25 იანვარს ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილი ყველა დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ნაადრევია“.
ქალაქ უხანის მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც.
დაუდგენელი კორონავირუსი ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში მოგზაურობისგან.
კომენტარები