მწვანე სკოლის არასრულწლოვან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
ლუკა სირაძის საქმის სასამართლო პროცესზე საქმე მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა.ე.წ. ნეიტრალურმა მოწმემ განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში ძალადობის სცენა არ უნახავს.ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა ის მალე გაათავისუფლონ.
“ტვ პირველის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად. მოწმე სუპერმარკეტ “სპარის” თანამშრომელია და ის ლუკა სირაძის დაკითხვის დროს ამავე განყოფილებაში, რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ის იქ 5 წთ-ის განმავლობაში იმყოფებოდა და უცნობია თუ რა იყო ამის მიზეზი. მოწმის თქმით, დაკითხვის დროს მარიანა ჩოლოიანს ჩვენება იძლების წესით არ აუღია.
“მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, მათ შორის ნეიტრალური მოწმეებიც. რომელთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას. მარიანა ჩოლოიანის მიმართ სამართლებრივი შეფასება უნდა დასრულდეს გამამართლებელი განაჩენით” – აცხადებს ჩოლოიანის ადვოკატი, გოგი მოსიაშვილი.
კომენტარები