საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, კვლავ მძიმე ვითარება რჩება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამასთან, 15 გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 32-ით მოიმატა.
ამ დროის მონაცემებით, საერთო ჯამში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 216 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 113 პაციენტი გარდაიცვალა, 3,287 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები