ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლა, სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომელიც მოქალაქეებმა შეაფასეს, როგორც არასრულწლოვნებისთვის ჩანაწერების გამოქვეყნების მუქარად. გამოხმაურება იმდენად ცუდი მოჰყვა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ, საკუთარ განცხადებაზე, რომელიც საჯაროდ განათავსა, კომენტარები შეზღუდა.
სკოლის განცხადება:
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლა აღჭურვილია როგორც შეგა, ასევე გარე კამერებით. კამერები ერთმანეთსაც აკონტროლებენ ჯვარედინი ხედვით. ვერ იპოვით ეზოში კუთხეს, სადაც არ ჩანხართ.გთხოვთ, თავი შეიკავოთ საღამოობით სკოლის ეზოში სხვადასხვა საქმით დაკავებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში დავაწერთ +18 და გამოვაქვეყნებთ საჯაროდ იმას, რა საქმითაც კავდებით.მშობლებო, გააფრთხილეთ ბავშვები.
კომენტარები