„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რა უცნაური რამაა დასავლური დემოკრატია ?! 1992 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი იმელის შენობასთან იდგა შევარდნაძესთან ერთად, ხოლო ზუსტად 100-200 მეტრში,რესპუბლიკის მოედანთან ჰეროინისგან გაბრუებული კრიმინალი-მკვლელი-სადისტი-მხედრიონელები კანონიერი ხელისუფლების მომხრე მშვიდობიან დემონსტრაციას ტყვიას ესროდნენ,არბევდნენ,ცემით კლავდნენ ქალებს და სტუდენტებს.ჯეიმს ბეიკერი ამაყად უდგა და აუღელვებლად უყურებდა ამ სასაკლაოს,ხოლო ამ საშინელების ავტორ ედუარდ შევარდნაძეს დასავლური დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლად აცხადებდა !!! ამიტომ არ მიკვირს დღევანდელობის,როდესაც ციხის ე.წ.ბუნტის დროს უდანაშაულო პატიმრების მწამებელი-მკვლელი,ციხეებში გაუპატიურებების შემოქმედი,პოლიტპატიმარ სულხან მოლაშვილის უშუალო მწამებელი,7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების დამბრბევი გიგა ბოკერია უცხოელ პატრონებს ფავორიტად,დასავლური დემოკრატიის ფლაგმანად რომ წარმოუდგენიათ !!! ძალიან მაინტერესებს ამის შემხედვარეს – რა არის დასავლური დემოკრატია ??? მკვლელების,სადისტების,მანიაკების დიქტატურა ??? თუ ბოკერიაა დასავლური დემოკრატიის მიერ არჩეული პოლიტიკოსი და მას გვთავაზობენ მმართველად,მაშინ ან დემოკრატიის ცნება არ იციან ამ უცხოელებმა ან ქართველები გონიათ დებილები და უარესი თუ საერთოდ არ არსებობს ეს დემოკრატია !!! ისე სიმართლე უნდა ითქვას,რა დარტყმებიც ამ მანიაკებმა მიაყენეს დასავლურ დემოკრატიას,ასეთ დარტყმას ვერავინ მიაყენებდა,ხოლო ბოკერიაზე ფსონის დადებამ საერთოდ გააპარტახა ის მცირე იმედიც,რომელიც ყველაზე ოპტიმისტების გონებაში ჯერ კიდევ ცოცხლობდა !!! დიახ -პარადოქსია მაგრამ დასავლური დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერი ისევ დასავლური დემოკრატიის რჩეული გიგა ბოკერიაა !!! ვაკვირდები და ვხვდები რომ 1992 წლის ჯეიმს ბეიკერის იქით ჯერ კიდევ ვერ წავიდნენ და ესენი ამ დასავლური დემოკრატიისგან აღარაფერს აღარ დატოვებენ !!!“
კომენტარები