სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში გოგა გულორდავას სიტყვებს ეხმაურება:
გოგა გულორდავა: ,,ვინც გუშინდელი ქალაქის მორთვა დაგვიწუნა, მათ 2011 წლის 26 მაისი მინდა შევახსენო, როდესაც საკუთარი მოქალაქეები სისხლში ჩაახრჩეს.”
„გოგა, გენაცვალე!
2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების სისხლში ჩახრჩობაზე, მაშინ რომ ამოგეღო ხმა, უფრო კარგი ბიჭი იქნებოდი!
თუმცა, მაინც სწორად მოიქეცი, ხმა რომ არ ამოიღე, რადგან, ,,სისულელე” რომ ჩაგედინა და ხმა ამოგეღო, დღეს პარლამენტში არ იჯდებოდი და ვერც ამ განცხადებას გააჟღერებდი პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან!!!
ასე რომ, ჯიგარი ხარ, გოგა!!!“
კომენტარები