“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
,,პირველი პოლიტიკური ძალა, სწორედ ,,ერთიანი საქართველო” იყო რომელმაც ყურადღება მიაქცია, რომ დევნილები ნახსენებიც კი არ იყო ხელისუფლების გამოქვეყნებულ ანტიკრიზისულ გეგმაში. კარგია რომ ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურეთ. ოღონდ ეს გამოხმაურება არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი. ძალიან კარგია და მხოლოდ გამიხარდება, თუ დევნილები ბინით უზრუნველყოფილები იქნებიან. ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, როდესაც ეკონომიკური აღმავლობა იყო ქვეყანაში, მაშინ არ გახსენებია ხელისუფლებას დევნილები და მათი საცხოვრებელი ფართი, ახლა როდესაც ქვეყსნას უმზიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება ახლა მოახერხებს ხელისუფლება დევნილებისთვის 150 მილიონი ლარის გამოყოფას? ეს არის დიდი ტყუილი, ეს არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება.”
კომენტარები