„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ახლა ვისმენ ეკრანზე “ პუტინკა” პასუხობს გახარიას გუშინდელ წარმოუდგენელ “სიბრძნეს”:
“ ჯიგრული კორუფცია არ ვიცი რა არის მეო” – პასუხობს ბურჯანაძე .!!!!
დიახ ვიცით გავიგეთ, რომ გახარიამ “ჯიგრული” კორუფცია იცისც – ბურჯანაძემ “არაჯიგრული” (ვაი ჩემო ჯიგარ და ქანცგაწყვეტილო ქვეყანავ) ერთ “ჯიგარს”, მეორე “ ჯიგარი” პასუხობს… აი ის “ ჯიგარი” – მისი პროკურორი (გენ პროკურორის მოადგილე) და თავდაცვის მინისტრი მეუღლე, რომ წერდა გაზეთებში (გვახსოვს) : “ფარდის უკან ვიდექი და გრეჩიხას 3 მილიონის მოთხოვნა იქ გავიგეო”), ვააახ ამ “ჯიგრებმა” წაიღეს ხალხის ქონება, ჯიგრულად ერთ ლარად, ბეღელი გააპარტახეს “ჯიგრულად”, მერე 500 ქართველი მოქალაქის მოკვდინება და რუსის ჯარის შემოყვანა და მერე მიშა სააკაშვილი “ გრუს” ელაპარაკოსო (ესეც გვახსოვს) – ესეც “ჯიგრულად”!!!!
ახლა “ ჯიგრულად “ ქვეყნის საბოლოდ უკან დაბრუნებას რუსეთის სივრცეში, “ჩალიჩობენ ჯიგრულად”, ჰოდა “ ჯიგრებო” ჰაიტ თქვე სამშობლოს გადამბარებლებო, მაგრამ ერთ ლარად კი არა მილიონებად, მილიონებად – დიდ ფულად ქვეყნის გამანადგურებლებო, ერთი ლარიც არ ღირს თქვენი დაბინძურებული სრულიად უინტელექტო გონება- ჩალის ფასი აქვს!”
კომენტარები