“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
მთავრობა ხომ ჯერ აიგნორებდა გურიის პრობლემას. აქა-იქ მუნიციპალიტეტები წერდნენ, აი ვწმინდავთ, დაუღლელად ვშრომობთ და კარგად ვართო. მუნიციპალიტეტებში არაა ბევრი ტრაქტორი, რომლითაც გზის გაწმენდა შეიძლება და ფაქტობრივად, გარე სოფლებში ვერც გადავიდნენ, სრულად ჩაიკეტა სოფლები, ვერც სასწრაფო მიდიოდა, ვერც სამაშველო.
ამ დროს დაიწყო ხალხმა წერა, გვიშველეთ რამე, წამალი გაგვითავდა, თოვლისგან სახლები ინგრევაო, ცუდად მყოფი ადამიანები კლინიკებში ვერ მიგვყავსო, მათ შორის ამავე მუნიციპალიტეტების ფეიჯებზე. აქტივისტებმა დაიწყეს ორგანიზება, ინფორმაციის მოგროვება, მოხალისეების დარაზმვა, ფულის შეგროვება, ინფორმაციის გავრცელება, მთავრობის მოწოდება.25 თებერვალს მთავრობამ ჯერ იუნკერებს მიაგო პატივი და მერე, ნაშუადღევს, ამდენი ხმაურის შემდეგ, გადაწყვიტა, თავდაცვის ძალები გაეშვა გურიაში დასახმარებლად.ამ დროს მოხალისეები დილის 6-დან მობილიზდნენ და უკვე გურიაში იყვნენ. საკუთარი უმოქმედობის გამომზეურება არ ესიამოვნა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას და საკოორდინაციო შტაბმა გამოდო სამარცხვინო ტექსტი, მოხალისეები ხელს გვიშლიან და იქეთ არიან დასახმარებელიო. ოღონდ ამის დასტურის ერთი ფოტო ან ვიდეოც ვერ დადეს.
აგერ ვუყურებთ: ჯარის მაღალი გამავლობის მანქანა გაიჭედა თოვლში და ისევ მოხალისეებმა ამოათრიეს.
კომენტარები