არასამთავრობო ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კითხვები, რომელსაც პრემიერს გუშინ პარლამენტში დავუსვამდი:
1. რატომ არ მიიღეთ “მიწის კოდექსი” ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვისაც მიწის კოდექსი არა აქვს?
2. რატომ არ მიიღეთ კანონი ან პროგრამა “სასურსათო უსაფრთხოებაზე”?
3. რატომ არ შეცვალეთ ტენდერების არსებული მახინჯი პრაქტიკა, სადაც უპირატესობა ადგილობრივ წარმოებებს და კომპანიებს არ ენიჭებათ?
4. რატომ არ მოხდა ბიუჯეტის კორექტირება, ანუ კორონამ არაფერი შეცვალა და მას შემდეგაც ზუსტად ისევე უნდა ვხარჯოთ თანხები, როგორც ეს დაგეგმილი იყო კორონამდე? მაგალითად განათლების სამინისტრომ 33,5 მილიონი დახარჯა პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შესაძენად.11 მაისს კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის ასაშენებლად 1 მილიონ 665 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა და სხვა მრავალი ასეთი ფაქტი…
5. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობთ და ამისთვის დიდი ჰესების აშენების მომხრე ხართ, იცით თუ არა, რომ ეს ჩინოვნიკების ბიზნეს ინტერესებია და ენერგოდამოუკიდებლობასთან კავშირი არა აქვს? ანუ ენერგიის გამომუშავება ხდება ზაფხულში, მაშინ როდესაც ენერგია ისედაც ჭარბი გვაქვს, ხელშეკრულები კი სახელმწიფოსთვის კაბალურია და რაჭა–სვანეთ–ლეჩხუმის ეკოლოგიისთვის დიდი ზიანის მომტანი?
6. სოფლის მეურნეობის 300 მილიონიანი დახმარებაზე რა შედეგებს ველოდებით სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, თუ ეს მხოლოდ ქველმოქმედება იყო?
7. რატომ მიიღეთ 2020 წლის 8 აპრილს (დადგენილება №225) ფრინველის ხორცის იმპორტზე კონტროლის მოხსნის გადაწყვეტილება, ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვის მოიხსნაზე? ეს ხომ იმპორტიორების წახალისებაა და ამან ხომ შესაძლოა ადგილობრივი წარმოებები გააჩეროს? შეგახსენებთ იმასაც, რომ ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%. არ მიგაჩნიათ, რომ ამით ქართულ წარმოებას კლავთ და ეს წინააღმდეგობაში მოდის სასურსათო უსაფრთხოებასთან?
8. თქვენ გყავთ მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საინტერესოა რატომ არ გყავთ მრჩეველი დემოგრაფიის საკითხებში? ანუ როგორც ერი გადაშენების პირას რომ ვართ და ამაზე მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა?
ზვიად ტომარაძე 5/28/2020″
კომენტარები