ჩემი მერობის პირობებში ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკში მშენებლობა განხორციელებულიყო – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.
„დიღმის ჭალების ტერიტორია უნდა განვითარდეს და მთავარია, განვითარდეს სწორად. გაქვთ ინფორმაცია, რომ ვგეგმავთ საქალაქთაშორისო პარკის მშნებლობას, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო, დასასვენებელი, რეკრეაციული სივრცე იქნება. უბრალოდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე დროებით მოგვიწია შეჩერება ამ პროექტის განხორციელების, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ გაკეთდება. აუცილებლად გაკეთდება უბრალოდ, დროში გადაიწია, რადგან სხვა პრიორიტეტები არის უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი მერობის პირობებში თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს“
კომენტარები