კასპის მუნიციპალიტეტიდან ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა გაქრა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ხელფასები 22 მაისამდე უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა ეს არ მოხდა.
მერიის საფინანსო საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ჟურნალისტების კითხვებზე გაღიზიანდნენ, თუმცა კასპის მუნიციპალიტეტის პირველი პირი, თამაზ თათანაშვილი ადასტურებს, რომ თანამშრომლებს ხელფასები მართლაც არ დარიცხვიათ და მიზეზებზე კი არ საუბრობს.
“ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია საქმით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.
კომენტარები