დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ზაფხულში დახურულ სიბვრცეებში კონდიციონერის გამოყენება რისკებს შეიცავს. დღეს, 28 მაისის ბრიფინგზე მანვე განაცხადა, რომ ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებში კონდიციონერის გამოყენება ჯერჯერობით არ იქნება ნებადართული:
“ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, სამწუხაროდ, მათი გამოყენება მაღალი რისკის შემცველია. თუ არ მუშაობს კონდიციონერი, რომელსაც გარედან შემოაქვს ჰაერი, გრილდება და ის სისტემების რომელსაც გააქვს ჰაერი დახურული სივრციდან, ასეთი არაა აბსოლუტური უმრავლესობა, საშიშია მათი გამოყენება. ვიცი რომ სიცხე იქნება ზაფხულში და გაგვიჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით, მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
იყო კითხვა, რატომ შეიძლება თვითმფრინავში კონდინცირება. თვითმფრინავის სისტემებს უყენიათ ჰეპაფილტრები, სპეციალური ფილტრები, რომელიც ვირუსებს აკავებენ, ასეთი ფილტრები ლაბორატორიებში დგას, უსაფრთხოების კაბინეტებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ“
“ალია” – როგორც ჩანს, ვისაც არა აქვს ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, მასაც მოუწევს შეზღუდვებს დაემორჩილოს, რადგან აკრძალვაში არ არის მითითებული, რომელი ტიპის კონდიციონერი იკრძალება.
რაც მთავარია, პაატა იმნაძის კაბინეტში უსაფრთხო კონდიციონერი დგას, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, იგი 10 კაცზე მეტის ერთად შეკრების წესსაც კარგად არღვევს და ნიღბის ტარების რეკომენდაციასაც:
კომენტარები