დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება – ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტის საქმის განხილვა ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება. 13:00 საათზე კი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.
უკვე დაანონსებულია, რომ ადვოკატები სანქცირებული მოსამართლის წინაშე ჟურნალისტის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
ამ სხდომაზე მხარეები წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვიშუამდგომლებთ მის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამავე სხდომაზე მოხდება მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიებით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა. ცხადია, დაცვის ხმარე დააყენებს მოთხოვნას აღკვეთი ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. ასევე იქნება მსჯელობა, დაცვის მხარის მოთოვნის შესაბამისად, მოხდეს საერთოდ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რადგან სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლებრის წესით დასჯადი ქმედება”, – ამბობს ადვოკატი.
კომენტარები