როგორ დატოვა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არცერთ უწყებას არ აქვს. არადა ბაჩიაშვილს სასამართლომ პასპორტი ორჯერ ჩამოართვა, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, პროკურატურამ ბრალი ორჯერ მძიმე მუხლებით წარუდგინა, მაგრამ ქვეყნიდან გასვლა მაინც მოახერხა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქვეყნის დატოვების ნებართვა ბაჩიაშვილს მათი უწყებისთვის არც უთხოვია და არც გაუციათ.
მეტიც, პროკურორი, მიხეილ სადრაძე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას აანონსებს, ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთაზე.
ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ახლა გახდა ცნობილი სოციალური ქსელის მეშვეობით. როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რაც გულისხმოსბ სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმაციის და თანხმობის გარეშე, ასევე მას პასპორტების ჰქონდა ჩამორთმეული. ფაქტობრივი მოცემულობები, რაც გვაქვს გვაქვს. ეს საჭიროებს შესწავლა, რაც გულისხმობს, რომ ამ მიართულებითვ აუცილებლად დაიწყება გამოძიება და ამის შემდგომ მათ შორის პირობითად გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ამაზე იქნება გამოყენებული”, – ამბობს სადრაძე.
კომენტარები