სამხრეთ კორეაში, დღეს ქვეყანაში ბოლო ორი თვის მანძილზე ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა გამოვლინდა. „worldometers“-ის მიხედვით, გასულ 24 საათში ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 11 344-მდე გაიზარდა.
სტატიატიკის მიხედვით, ქვეყანაში გარდაცლილია 269 ადამიანი, ხოლო 10 340 უკვე გამოჯანმრთელდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვირუსი გავრცელდა, უახლესი მონაცემებით სტატისტიკაში 48-ე ადგილს იკავებს.
ახალი შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში მოხსნილი შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხელახლა დაიხურება მუზეუმები, პარკები და სამხატვრო გალერიები, ხოლო კომპანიებს მოუწევთ თანამშრომლების ნაწილი სახლიდან მუშაობაზე გადაიყვანონ, ან მოქნილი გრაფიკი შესთავაზონ.
კომენტარები