13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader–ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომი.
ეს კამპანია “საბას” მეგობარი გამომცემლობების –სულაკაურის გამომცემლობის, პალიტრა L-ის, ინტელექტისა და არტანუჯის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მთავარი მიზანია, “საბას” განახლებული პრემიუმ პაკეტის მომხმარებელ სჰქონდეს საშუალება პირველი გაეცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან გამოცემებს.
ექსკლუზიური წიგნების ჩამონათვალი მუდმივად განახლდება და პირველ ნაკადში “საბა” პრემიუმპაკეტის მომხმარებელს 5 წიგნზე შესთავაზებსექსკლუზიურ წვდომას. აღნიშნული წიგნების შესახებ ინფორმაციას მკითხველი 13 მარტიდან, “საბას” არხების მეშვეობით მიიღებს.
SABA Reader–ის განახლებული პრემიუმპაკეტი, ექსკლუზიური წიგნების გარდა, მკითხველსსთავაზობს შემდეგ ფუნქციებს: ერთდროულად 4 წიგნი პირად ბიბლიოთეკაში, კომენტარების სინქრონიზაცია, სწრაფი კითხვა, საკითხავი ფონტისარჩევა და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ, 2012 წელს შეიქმნაელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიცაერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურმხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით, „საბას“ ბიბლიოთეკაში 7500-ზე მეტი ელექტრონული დახმოვანი წიგნი იყრის თავს.
(R)
კომენტარები