შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში პირველი ივნისიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.
„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
573 გამოჯანმრთელებული, 738 კოვიდინფიცირებული, 250-ისტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 3076 კარანტინის რეჟიმში, 12 გარდაცვლილი – ასეთია საქართველოში ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები