ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან არც ერთი არაა ხანდაზმული,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი. 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სციდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები