ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა უარი თქვა ჯილდოზე ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. რეიფილდისთვის ჯილდო ლონდონში საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, ქეთევან დუმბაძეს უნდა გადაეცა.
ინფორმაციას ლიკა თარხან-მოურავი ავრცელებს და წერს:
“დღეს მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დიდი ზეიმი მოაწყვეს ლონდონში. დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ქეთევან დუმბაძეს დონალდ რეიფილდისთვის ჯილდო უნდა გადაეცა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დონალდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა. პასუხად დაამშვიდეს, ჯილდოს შორენა შავერდაშვილი გადმოგცემთო. (ქალბატონი ქეთევანი მართლაც აღარ ჩამოვიდა ლონდონში, ეტყობა მაინც ანერვიულდა ან ვიზა არ მისცეს), თუმცა, საბოლოოდ მან უარი განაცხადა ამ ჯილდოზე, არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ მივიღებო.” წერს სოციალურ ქსელში ლიკა თარხან – მოურავი.
დონალდ რეიფილდი ბრიტანელი მეცნიერი, მთარგმნელი და ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორია.
რეიფილდმა ინგლისურად თარგმნა ქართველი მწერლების, მათ შორის, აკაკი წერეთლის, ოთარ ჭილაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები.
კომენტარები