მწერალი ლიკა ჭელიძე:
ეს ქეთოა.
ჩემი სიმწრით და წვალებით გაზრდილი შვილი.5000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოართვა შსს-ს.მთელი ცხოვრებაა პოლიციელობას ოცნებობს. ამ შენობასაც სულ შორიდან ეტრფოდა.მხოლოდ ამისთვის ხართ დასასჯელი, ჩემს შვილს ოცნებები რომ დაუნგრიეთ.თქვენ შვილებსაც, ჯერ ვერ ხვდება უმეტესობა უბრალოდ.ოდესმე, სწორედ ჩემი შვილი და მისი თაობა აღადგენს სამართალს ამ და სხვა შენობაში. ეს “ოდესმე” ძალიან მალე დადგება!არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!თავისუფლება პოლიტპატიმრებს!თავისუფლება ოცნებისგან გაჩანაგებულ ჩვენ ქვეყანას!
“დიდება თავისუფლებას,თავისუფლებას დიდება!”
ცნობისთვის, ქეთო ხომერიკი 19 წლისაა, ტექნიკური უნივერსტიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტია. იგი სხვა სტუდენტებთან ერთად, აქტიურად აპროტესტებს რუსულ რეჟიმს.

