თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალებამისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული ამოცანების გადაჭრაზე გუნდურ რეჟიმში ემუშავათ.
თიბისის თანამშრომლებსა და IT აკადემიის სტუდენტებს სამუშაო პროცესში მენტორობასუწევდნენ AWS-ს ინჟინრები და თიბისის DevOps გუნდის წარმომადგენლები.
“ჩვენთვის AWS GameDay-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია DevOps ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. AWS-ის გუნდის ჩართულობა აძლიერებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კულტურას, რაც პირდაპირ აისახება როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე,” – ამბობს თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.
AWS GameDay საქართველოში DevOps ეკოსისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია. თიბისი და AWS ერთობლივად ქმნიან სივრცეს, სადაც მომავალი დამოქმედი DevOps სპეციალისტები რეალურ გამოწვევებს უმკლავდებიან, სწავლობენსაერთაშორისო სტანდარტებს და იღებენ უმაღლესი დონის მენტორობას. ეს ინიციატივა აძლიერებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას და ქმნისახალ შესაძლებლობებს სფეროს განვითარებისთვის.
თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ინოვაციებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და ახალი თაობის IT პროფესიონალების განვითარებას.
თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services პარტნიორობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო პროექტსა და პრაქტიკულ აქტივობას გეგმავს, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.
(R)
კომენტარები