„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში განაცხადა:
„ბატონო პრემიერო დღეს დილიდან კიდევ ახალი ტონი შეარჩიეთ შეურაცხყოფის პარლამენტის? „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთ“… ვინ, ვინ წაგახალისათ ძალიან მაინტერესებს ამისთვის, მაინც და მაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ.
ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან?
თუ გავრილოვი გყავთ ქვეყანაში შემოსაშვები, რომ კრიზისი იყოს და მერე ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი?
დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხო?“
კომენტარები