სერბეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრ მილოშ ვუჩევიჩს გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
მედიის ცნობით, პარლამენტმა 30-დღიანი ვადა დააწესა ახალი პრემიერის დანიშვნისა და მთავრობის ფორმირებისთვის, რათა თავიდან აიცილოს ვადამდელი არჩევნები.
ვუჩევიჩმა თანამდებობა იანვარში დატოვა, თუმცა მისი მოთხოვნა აქამდე დაკმაყოფილებული არ ყოფილა.
სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ბოლო განცხადებაში ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს ჩანიშნავს, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს.
კომენტარები