კორონავირუსის გამო დახურული სკოლების გახსნის შემდეგ, სამხრეთ კორეაში დაახლოებით 500 სკოლა კვლავ დაკეტეს. სეულსა და მის შემოგარენში Covid-19-ის ახალი, მზარდი შემთხვევების შეკავებას ცდილობენ.
ქვეყნის განათლების მინისტრის მოადგილემ, პარკ ბაეგ-ბეომმა, განაცხადა, რომ ეს მოსწავლეები ონლაინ სწავლებას გააგრძელებენ. მან სეულის სხვა სკოლებს მოუწოდა, რომ 14 ივნისამდე უფროს კლასებში მოსწავლეების 2/3 დაუშვან, დაწყებით, საშუალო სკოლებსა და ბაღებში კი – 1/3. პარკ ბაეგ-ბეოს განცხადებითვე, 28 მაისს ქვეყნის მასშტაბით 838 სკოლამ გადაწყვიტა, რომ ხელახლა არ გაიხსნან და ისინი კვლავ ონლაინ სწავლებას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სეულის ერთერთ რეგიონში, სადაც დაახლოებით 25 მლნ ადამიანი ცხოვრობს, პარკები, ხელოვნების გალერეები, მუზეუმები და თეატრები 2 კვირით კვლავ დაკეტეს. სეულის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვა ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა კერძო ინსტიტუტებსა და ინტერნეტ კაფეებს მოუწოდეს, რომ 14 ივნისამდე არ გაიხსნან.
სამხრეთ კორეის ჯანმრთელობის მინისტრმა, პარკ ნეუნგ-ჰომ, სეულის მოსახლეობას ორი კვირით შინ დარჩენისკენ მოუწოდა. ოფიციალური პირების თქმით, სეულში ვირუსის გადაცემის წყაროების დადგენა რთულდება და არსებობს მეორე ტალღის საფრთხე.
სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ რემდესივირის შეძენას აპირებენ.
კომენტარები