ჯანდაცვის მინისტრმა ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.
რეკომენდაციების მიხედვით, 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები.
ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:
- ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს.
- მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.
- ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება.
- სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით.
- გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია. ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.
კომენტარები