ახალგორში მცხოვრები სამოქალაქეო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ირაკლი კობახიძე, მიხარია, ჩემზე სიუჟეტი რომ ნახე, კარგია რომ შეაფასე კიდეც, მაგრამ შენ ხარ მავნებელი.
დიახ, მე ოთხჯერ მოვიგე სასამართლო პროცესი სამხრეთ ოსეთის სასამართლოში. დიახ, დღესაც ვაგრძელებ აქტიურობას აქედან ჩემი პრობლემების მიუხედავად და ეს ყველაფერი თქვენ ძალიან არ გსიამოვნებთ
ჩემი საქმეები და დევნა ხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის, გაეროს უმაღლესი კომისრის, სხვადასხვა ავტორიტეტული უფლებადამცველი ირგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. თქვენ ამდენს ნამდვილად ვერ გაუძლებდით. დევნას და ტანჯვას, მხოლოდ ლაღი ადამიანები უძლებენ. თქვენ ხართ ბოროტი ადამიანი.
ცოცხალიც ვარ და ნამდვილიც. ოცნებებიც მაქვს და მიზნებიც და ჟურნალისტებისგან განსხვავებით თქვენ არასდროს დაინტერესებულხართ ჩემი საქმეებით და ბედით. კიდევ ბევრი წელი ვიბრძოლებ აქედან ჩემი და სხვების უფლებებისთვის. კიდევ დიდ ხანს გაიგებთ- სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
ფოტო სასამართლო პროცესიდანაა- მხნედაც ვარ.
ვისაც სურვილი გაქვთ, გააზიარეთ…”
კომენტარები