თბილისის მერიის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, ანა კომლაძე:
ახლა სინანულით ვაზიერებ…. რაღაცნაირი სირცხვილის გრძნობაც კი მაქვს…. შემეძლო სულ არ გამეხსენებინა ეს სახამუშო მოგონება…მაგრამ მათთვის ვაზიარებ ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ან არ უნდა, რომ მიხვდეს.აღარ მახსოვს ოთხი წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა და რატომ დაიმსახურა კალაძემ გული… მაგრამ ხომ ფაქტია რომ საჯაროდ გამოვხატე პოზიცია და მხარდაჭერა…ოთხი წლის თავზე კი ამ ადამიანისგან ვარ გაწირული… და რატომ? რისთვის?
რატომ დამაკარგვინა დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული სამსახური? რატომ დამაკარგვინა ჯანმრთელობის დაზღვევა? რატომ დამტოვა სოციალურად სრულიად დაუცველი, როცა ჩვენი სახელმწიფო სოციალური სახელმწიფოა.იქნებ გაგიჩნდეთ ეგ შეკითხვები და დასვათ.იქნებ ჩემმა მაგალითმა დაგაფიქროთ, მიგახვედროთ რამეს.განა რა დავაშავე მე, რომ ასე მომექცა სახელმწოფო?ვინც მიცნობთ პირადად, ვინც მიცნობთ სოციალური ქსელით, ხომ გაქვთ ჩემზე გარკვეული წარმოდგენა ჩამოყალიბებული. თქვენ როგორ ხედავთ ამ ფაქტს? თქვენ როგორ აფასებთ?ნორმალურია, რომ ადამიანი არაერთი წელი კეთილსინდიაისრად და პატიოსნად ცხოვრობს და მუშაობს და სახელმწიფო ასე ექცევა?სულაც რომ არ ვყოფილიყავი მათი მხარდამჭერი, თუმცა უკვე ჩემდა სამწუხაროდ ვიყავი, ვიყავი….მხარდამჭერს და გულშემატკივარს, რომ ასეთ დღეს დაუყენებ, ასე მოექცევი, ნორმალურია ეს?
იქნებ დაფიქრდეთ, მოვისმენ თქვენ მოსაზრებებს

თბილისის მერიის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების თანამშრომელი, ანა კომლაძე 5 მარტს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად წერდა სოციალურ ქსელში:
“ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა!
საკრებულოს ვერბ. გვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები!
კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4 შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2 შტატიან განყოფილებად!
შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი. ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2 შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2 შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!”
კომენტარები