ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ კოშმარი, რომ პუტინმა საქართველოში რუსული მთავრობა დასვა, რას იზამდა პუტინის მეფისნაცვალი აქ? ჩემი აზრით:– საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ოფიციალურად შეაჩერებდა;– გაწყვეტდა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, სამხედრო წვრთნებს და დახმარებას;– 2008 წლის ომზე დაიწყებდა გამოძიებას საქართველოს ბრალის გამოკვეთის მიზნით;– საქართველოს პარლამენტის შენობაში საჯაროდ წაიკითხავდა მედვედევის წერილს, როგორც სანდო მტკიცებულებას, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთს ომის დაწყება არ უნდოდა;– ყველა დამოუკიდებელ მედიას და უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას გამოაცხადებდა დასავლეთის აგენტებად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებდა მათ წინააღმდეგ, დაიჭერდა ან ქვეყნიდან გააქცევდა მათ;– საწინააღმდეგო აზრის მქონე საჯარო მოხელეებისგან გაწმენდდა საჯარო სექტორს;– მაღალ თანამდებობებზე გაუნათლებელი და უინტელექტო, მედროვე ადამიანების დანიშვნა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდებოდა;– ქვეყნის შიგნით გააყალბებდა ყველა არჩევნებს, ხოლო დიასპორას არ მისცემდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას;– სისასტიკით და წამების თანხლებით დაარბევდა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს;– ახალგაზრდებს სპეციალურად დაუსახიჩებდნენ სახის ძვლებს, რომ ყველას ენახა და შეშინებოდათ;– აქციაზე დგომისთვის ისეთ ფინანსურ სანქციებს დააწესებდა, რომ ადამიანები სიღატაკისთვის იქნებოდნენ განწირულები;– ვისაც პოლიცია ვერ სცემდა, მას ნიღბიან კრიმინალებს აცემინებდნენ. ამისთვის არავინ დაისჯებოდა;– დააყადაღებდა ყველა ფონდს, რომელიც რეპრესირებულ მოქალაქეებს ეხმარება;– იმეგობრებდა და პარტნიორობას დაამყარებდა ყველა ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყანასთან;– სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად გააშუქებდა როგორი გარყვნილია დასავლეთი;– ეყოლებოდა პოლიტიკური პატიმრები;– საქართველო დატოვებდა ევროსაბჭოს;– კომსტიტიციიდან ამოიღებდა 78-ე მუხლს;– შექმნიდა ორ სოციალურ ფენას: კორიფციულ ელიტას და უკიდურესად გაღატაკებულ ფენას. ორივეს მის სამსახურში ჩააყენებდა;– სახელმწიფო ტელევიზიაში განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის საქმეს პროკურატურას გადასცემდნენ გამოსაძიებლად;– საქართველოს ეყოლებოდა დასავლეთიდან დასანქცირებული სამართალდამცავები, პოლიტიკოსები მოსამართლეები.
შეგიძლიათ გააგრძელოთ…
კომენტარები