სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:
რატომაა ეს ქვეყანა ჭაობი და ვინ აღრმავებს ამ ჭაობს? – საბედნიეროდ, საქართველოში გვყავს უნიჭიერესი მომღერლები, მსახიობები, იუმორისტები, ისინი მინიმალური სახსრებით ქმნიან იდეალურ სიმღერებს, მაგალითად, როგორიცაა ზაზა ნოზაძე ან თერიკა. ბიჭები ქმნიან სიმღერებს რომლებსაც მილიონობით ნახვები აქვთ ინტერნეტ სივრცეში და მათ არ აქვთ შესაბამისი ფინანსები. ამერიკაში მართლა „ორღობის რეპერები“ ასჯერ კარგად ცხოვრობენ. ვიდრე რიგითი ამერიკელები – აქვს მათ ვიდეოს ნახვა? – შესაბამისია ფინანსებიც.
საქართველოში რაოდენ ხარისხიანი სიმღერაც არ უნდა ჩაწერო, რამდენმა ცნობილმა პირმაც არ უნდა გააზიაროს, თუ გამოიყენოს თავის სარეკლამო, თუ პოლიტიკურ კლიპში, მაინც არ შეუძლია ოჯახის და თავის რჩენა. ავიღოთ, უნიჭიერესი ახალგაზრდების „კეთილები”– ჩაწერეს ვიდეო, სადაც დაფინანსებას ითხოვენ, რის გარეშეც სერიალს ვერ გააგრძელებენ. ბოღმისგან და პოლიტიკური კინკლაობისგან გაშავებული პატარა ქვეყანა, სახელად საქართველო, რომლის გაღიმებაც უკაპიკოდ მოახერდე აქამდე ბიჭებმა, დღეს დახმარებას ითხოვენ – რატომ? მათ სერიალს აქვს ნახვა და რასაც აქვს ნახვა, იმას უნდა მოჰქონდეს ფულიც.
პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, პირდაპირი გაგებით – ყველაფერი ! ხარ ნაცი, ან არ ხარ ქოცი – ქოცები გბლოკავენ, ხარ ქოცი – იღებ დაფინანსებას. ამ დაფინანსების სანაცვლოდ, ქოცებს ღიად უნდა დაუჭირო მხარი და უნდა გაყვე ყველა სისულელესა თუ ღალატში. აქ ამ ქვეყანაში სხვა არავის არაფერი აღარ ადარდებს გარდა პოლიტიკური შეხედულებებისა!
და უნდა იყოს წესით, ცალკე, ბიზნესი, რომელიც ნიჭიერ, ხელოვან ადამიანებს დააფინანსება, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, არც ბიზნესი არსებობს პოლიტიკის გარეშე, ბიზნესსაც პოლიტიკოსები ეუბნებიან, ვინ დააფინანსოს. ან, თუ თავად დააფინანსებს ვინმეს და აიძულებს მისი ბიზნესის ფოტოსთან ეძინოს და მისი ბიზნესისთვის ედგას სული. ჯანსაღი კონკურენცია, ჯანსაღი დაფინანსება, ჯანსაღი რეკლამა – გაქრა. რაც უნდა აკეთოს ხელოვანმა ადამიანმა, როგორი მაგარი ნახვადი პროდუქტიც უნდა შექმნას, პოლიტიკაში გარევის გარეშე, თავის რჩენაც არ შეუძლია.
როგორი ირონიაა, ამის შემქმნელები დაგვძახიან – ხელოვნებას პოლიტიკაში ნუ აურევთო, ვერც ავურევთ, უკვე არეულია.
კომენტარები