სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა ტონია, წერს:
“თვითდასაქმებულებსო, თუ გადასახადს არ იხდიდნენ არ ერგებათ დახმარებაო… არ იხდიდა კი არა ვერ იხდიდა მთავრობავ და მასეთებს უფრო არ უნდა მიეხმაროთ? წინა წლებში ხომ იხდიდა… ახლა არ ჰქონდა მოგება და თქვენ რომ არაფერს არ გთხოვდათ და ძლივას გაჰქონდა თავი, ამაზე თუ დაფიქრებულხართ ოდესმე?
ეს ცხოვრება კიბეა… ზოგი ადის და ზოგი ჩადის… მოვესწრებით იმ დღესაც, თქვენაც რომ დახმარების იმედზე გამყოფებთ უფალი და საშველი რომ არ გექნებათ არსაიდან… რა უყავით ხალხს… ააა?
აი ეს სიმართლე რომ არ ვთქვა არ შემიძლია… ის ხალხი ჩვენ არა ვართ? რა დედალ- მამალის გარჩევა უნდოდა მაგას? ყველა ერთ დღეში იყო, ვინაც არ მუშაობდა თუ დაკარგა სამსახური… გამოვაკლებდი იმას, ვინაც დისტანციურად მუშაობდა და დანარჩენს თანაბრად დავეხმარებოდი….
არა… ვინმემ მიიღეთ რაიმე დახმარება ხალხო? ჰაერზე ეხმარებიან, ჰაერზე… იმ ანეკდოტისა არ იყოს;
ქუთაისში ავტობუსი გაძეძგილია ხალხით და რა ქნას ჭიჭიკიამ? ხომ უნდა გადაიხადოს მგზავრობის ფული 5 კაპიკი? არადა ათი კაპიკიანი აქვს მარტო. მძღოლამდე ვერ მიაღწევს, უკანა კარიდან უნდა ჩავიდეს. ჰოდა, კარგად მოიფიქრა. ჩავიდა და სარკეში დაანახა მძღოლს 10 კაპიკი. 🙂 მძღოლი დაფაცურდა და სარკეშივე 5 კაპიკი აჩვენა, ანუ ხურდა დაუბრუნა… ჰოდა ასე ჯიგრულად და გემრიელად არიგებენ ეგენიც დახმარებებს. თქვენ კიიი, დამესიეთ ახლა მე და გამპუტეთ სიმართლისათვის”
კომენტარები