გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარი თქვა „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის გამართვაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში“ მერკელი ვერ გაემგზავრება ვაშინგტონში და ვერ მიიღებს მონაწილეობას სამიტში, თუმცა კანცლერი „დააკვირდება პანდემიის გარშემო მოვლენების განვითარებას“.
20 მარტს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამიტის ჩატარება პანდემიის შემდეგ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესანიშნავი მაგალითი იქნებოდა.
კომენტარები