„ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს,
ელჩი ამ განცხადებით, 28 მაისს გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას ეხმიანება, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.
„ეუთო-ს მუდმივი საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ,
რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის“, – წერს დიეგო კოლასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
კომენტარები