• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს” – “გახარია საქართველოსთვის”

ალია ავტორი - ალია
16:24 03-30-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
386

პარტია “გახარია საქართველოს თვის” განცხადებას ავრცელებს. “საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, კერძოდ:

  • ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს  პასუხისმგებლობას უხსნის;
  • აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას;
  • კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას;
  • აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას;
  • წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან;
  • ახალისებს რუსეთის  აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს;
  • შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში;
  • ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია.

ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის” გაჩაღებაში “დამნაშავე” პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც მათი თქმით “სამხრეთ ოსეთში” შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი.

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა – ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.” – წერია  პარტიის “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved