ევროკავშირმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტის შესახებ. ამის შესახებ BBC წერს.
„გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა საერთო ძალისხმევით ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის, იოზეფ ბორელის განცხადებაში.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა ჯანმოს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად დამატებითი თანხები უკვე გადასცა.
დონალდ ტრამპმა ჯანმოსთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 29 მაისს განაცხადა, რადგან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია პანდემიას ვერ გაუმკლავდა და მას ჩინეთის ხელისუფლება აკონტროლებს.
კომენტარები