თბილისში, საბურათალოს რაიონში ერთი ოჯახის 7 წევრს კორონავიურსი დაუდასტურდა. კორპუსიის მაცხოვრებლები კი თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
არსებული ინფორმაციით ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. სავარაუდოდ ინფიცირების პირველწყარო ოჯახის ახალგაზრდა წევრი გახდა, რომელიც ექთანია და სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სწორედ მისგან დაინფიცირდა ოჯახის კიდევ 6 წევრი – მამა, ბებია, მამიდა, და, ბიძა და დისშვილი. მათივე თქმით ტესტირება კორონავიურსზე ყველა შესაძლო კონტაქტს ჩაუტარდა.
„გუშინ წინ იყვნენ ეპიდემიოლოგები და ერთი დღით ადრე დაუდასტურდა ორს. გუშინ წინ დაუდასტურდა ერთს, გუშინ 4-ს. მამაკაცებიც არიან და ქალებიც. ინფიცირების წყარო არ ვიცით“, – ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
კომენტარები