• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 აპრილი, რუსი გენერალი და ივანიშვილის ფული – ვიდეო

ალია ავტორი - ალია
20:51 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,734

ფოტოკოლაჟი – პუბლიკა

როგორ იქცა ივანიშვილი 9 აპრილის სისხლიანი ღამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის დამფინანსებლად – გენერალმა ლებედმა, რომელიც 1989 წელს თბილისში რუსულ არმიას შემოუძღვა, მოგვიანებით პოლიტიკური კარიერა სწორედ ივანიშვილის ფულით გაიკეთა. ამას არც ოლიგარქი უარყოფდა. 2005 წელს გაზეთ ვედომოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი თავად ყვება, რომ ალექსანდრ ლებედის “ამოქოქვას აფინანსებდა”, გენერლის, რომელსაც ხელები ქართველი ხალხის სისხლში ჰქონდა გასვრილი. ლებედი არც აფხაზეთში გამოკლებია სისხლიან ოპერაციას.

9 აპრილიდან 7 წლის შემდეგ ივანიშვილი 1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლებედის სპონსორი გახდა. მაშინ მისი ბანკი “როსისკი კრედიტი” რუსეთის გავლენიანი ბანკების შვიდეულში შედიოდა.

2005 წელს “ვედომოსტთან” ინტერვიუში ივანიშვილი ამბობდა, რომ ლებედის დახმარება მისი ერთადერთი მონაწილეობა იყო პოლიტიკაში. 2011 წელს, უკვე დიდ პოლიტიკაში გადმობარგებული მილიარდერი, პირველი ინტერვიუს დროს უარყოფდა ლებედის დაფინანსებას.

2012 წლის 9 აპრილს კი, როცა ბიძინა ივანიშვილი მემორიალთან მივიდა, საერთოდ გენერალ ლებედის 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტვაში მონაწილეობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. თავის სამართლებლად ამტკიცებდა, რომ გენერალს კი არა, ელცინის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.

ბიძინა ივანიშვილის მთავარ მფარველად რუსეთში 90-იან წლებში მაშინდელი თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მას მიმართა ოლიგარქმა დახმარებისთვის ძმის გატაცების შემდეგაც. გრაჩოვის დახმარებით ივანიშვილის ძმა გათავისუფლდა, მალევე კი ივანიშვილმა რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი დანაყოფის დაფინანსება დაიწყო.

წყარო – პუბლიკა:

http://https://publika.ge/video/9-aprili-rusi-generali-da-ivanisvili/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved