„ჩვენ არ ვიცით, ქალბატონ ნინოს ვისთან ჰქონდა საუბარი. ამის გარკვევა ალბათ შესაძლებელია. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ეს არ გაუხმაურებია. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეუფერხებელი მუშაობა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში მოხდა ის, რომ ნაცვლად ხუთი წლისა, ომბუდსმენი ექვსი წლით ირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება სახალხო დამცველის ყველაზე მეტი რეკომენდაციის გაზიარება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეუფერხებლად ფუნქციონირება, ჩვენ ამ ინტიტუტის მხარდამჭერები ვართ და უზრუნველვყოფთ, რომ ყოველთვის მხარი დავუჭიროთ. ამასობაში, ზოგიერთი ჟურნალისტის მითითება გარკვეულ კომპლექსებთან დაკავშირებით მიუღებელია. ფორმა, რომ ჟურნალისტმა მიუთითოს სახალხო დამცველს, მითითებები გააკეთოს კომპლექსებთან დაკავშირებით, მიუღებელია“
“თუ საჭიროა გარკვევა, გავერკვევით, გვექნება ქალბატონ ნინოსთანაც და ქალბატონ თეასთანაც კომუნიკაცია. დამატებით საკითხის გარკვევის საჭიროება თუ იქნება, ამასაც გააკეთებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ: ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.
კომენტარები