• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვაიძულებენ, გავემიჯნოთ 9 მაისს და მეტიც, გვრცხვენოდეს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილის” – ლაშა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 04-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,713
ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
ყველა დიდი ერი ცდილობს ნაციზმზე ისტორიულ გამარჯვებაში საკუთარი როლის არათუ აღნიშვნას, არამედ ამ როლის გაზვიადებას და გამარჯვების მითვისებას. სწორედ ასე ასწავლიან ისინი ისტორიას მოზარდებს. ნებისმიერ ამერიკელს ან ბრიტანელს გულწრფელად სჯერა, რომ ჰიტლერი მათ დაამარცხეს, უბრალოდ, რუსებიც ეხმარებოდნენ. ტრამპმაც ხომ იგივე განაცხადა ამას წინათ. რუსებზე აღარაფერს ვამბობ – გადახედეთ სამამულო ომის თემატიკის წილს მათ კინემატოგრაფში, გადახედეთ “ბესსმერტნი პოლკს” და სხვა მსგავს პროექტებს – თანამედროვე რუსეთის მთავარი იდეოლოგემა ხომ ფაშიზმზე (ნაციზმზე) გამარჯვებაა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის ავადმყოფურმა იდეოლოგიამ ისტორიული გამარჯვებისგან შექმნა სტიგმა. ჩვენ, ქართველებს, ვისაც ამერიკელებზე და ბრიტანელებზე (გროტესკულ ფრანგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) გაცილებით მეტი საფუძველი გვაქვს, ნაციზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვლილით ვიამაყოთ, გვაიძულებენ, გავემიჯნოთ მას და მეტიც, გვრცხვენოდეს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილის, – ომში დაღუპული ასობით ათასი ქართველი გმირის ხსოვნასაც ხომ აფურთხებენ ამით.
9 მაისის გარვამაისების მცდელობაც ამის ნაწილია – ისტორიის გადაწერის და ისტორიულ მეხსიერებაზე ძალადობის.
წარმოიდგინეთ, აბა, ერთი წუთით, კორსიკელებს რომ აუსტერლიცში ნაპოლეონის გამარჯვების რცხვენოდეთ.
რაღაც გადაცემას ვუსმენდი და ერთი ახალგაზრდა ნაციონალი საკუთარ პოლიტიკურ (საბრძოლო) ბიოგრაფიას ასე გადმოსცემდა – მე ვარ პოზნერის ღამის მონაწილე და ბათუმიდან რუსული საკრუიზო გემის განდევნის ოპერაციის ვეტერანიო. ამას გულწრფელი სიამაყით ამბობდა, ასე სჯერა და იმიტომ. საპორტო ქალაქი გემით მოსულ ტურისტს ებრძოდეს – ეს არამხოლოდ აბსურდი, არამედ სუიციდური იდეოლოგიის თვალსაჩინო ნიმუშია.
ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური ბაცილა ამოსაშანთია და კარგია, რომ საპარლამენტო კომისია ამ მიმართულებით მიდის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved