დღეს, 1 ივნისს, 18:00 საათზე ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პატარა მსმენელისათვის ონლაინ ჩართვა ტარდება „კითხვის საათი გიორგი კეკელიძესთან ერთად”.
ონლაინ ჩართვის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე პატარებისათვის ბრიტანული საბავშვო გამომცემლობის Nosy Crow წიგნს კორონავირუსზე წაიკითხავს. ბავშვებს კიმ საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვები დასვან.
ზღაპრის მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება 1 ივნისს, 18:00 საათზე, აღნიშნულ ბმულზე.
კომენტარები